გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 561 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 561 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 305 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 833 307 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 13 119 პაციენტი გარდაიცვალა.