გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 455 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 455 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან,  ვირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 240 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსით 1 627 103 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 29 422 პაციენტი გარდაიცვალა.

გერმანია ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.