გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 978 შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 978 შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 3 681 126 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 88 442 პაციენტი გარდაიცვალა.