გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

08:34, 15.06.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში გამოვლინდა ვირუსის 192 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა რიცხვი 186 461-ს შეადგენს, მათგან 172 600 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი