გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 549-ით გაიზარდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 549-ით გაიზარდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 549-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 180 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 76 093 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია კორონავირუსის 2,79 მილიონი შემთხვევა.