გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი ადამიანი გარდაიცვალა და 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში გააკეთეს.

საერთო ჯამში, გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს 8257 ადამიანი ემსხვერპლა. 178 570 ინფიცირებულიდან 160 300 პაციენტი გამოჯანმრთელდა.