გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 786 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 786 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 786 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 59 742 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 211-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 252 ათასზე მეტი შემთხვევა.