გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 394 პაციენტი გარდაიცვალა

09:52, 26.02.2021

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 ათასით გაიზარდა.

მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ვირუსს ბოლო 24 საათში 394 პაციენტი ემსხვერპლა.

სულ ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2 424 684 შემთხვევა. ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა გერმანიაში 69 519-ს მიაღწია.

მსგავსი