გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 315 ადამიანი გარდაიცვალა

11:33, 16.04.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 315 ადამიანი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა გერმანიაში, როდესაც ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ს გადააჭარბა.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსი 2 866 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 130 450 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვმა 3 569-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამერიკაში ბაზირებული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი გერმანიასთან დაკავშირებით განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 134 700-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 3 804 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 77 ათასი პაციენტი.

მსგავსი