გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა

09:21, 15.04.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 285 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რობერტ კოხის სახელობის უნივერსიტეტმა გაავრცელა.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში „კოვიდ-19“ კიდევ 2 486 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 125 585 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 72 600-ი, ხოლო გარდაიცვალა 3254.

მსგავსი