გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია 24 საათში ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტს ჩაუტარდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში ვაქცინის ერთი დოზა გერმანიის მოსახლეობის 25,9 პროცენტს აქვს გაკეთებული.

იენს შპანმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში ივნისიდან მოიხსნება პრიორიტეტული და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინაციის შეზღუდვა.

ქვეყანაში აცრა „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.