გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 894 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 894 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 894-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 177 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 584 ათასი შემთხვევა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 86 025 შეადგინა.