გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10:48, 19.05.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.

როგორც ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევები მატულობს.

გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 175 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებებით 72 ადამიანი დაიღუპა. ვირუსი გერმანიაში სულ 8007-მა მოქალაქემ ვერ დაამარცხა.

მსგავსი