გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 442-მდე გაიზარდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 197 783-ს შემთხვევა.

ამასთან, ინფიცირებულთაგან 9 048 პირისთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. მათ შორის 12 პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

გერმანიაში კორონავირუსისგან უკვე განიკურნა 185 ათასამდე ადამიანი.