გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსმა გასულ დღე-ღამეში 62 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსი ჯამში 2 390 928 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსმა 67 903 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების კუთხით, გერმანია მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

დატოვე კომენტარი