გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:44, 27.07.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შედეგად, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 205 609-ს მიაღწია.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გარდაცვლილია 9 118 პაციენტი.

გერმანიის მასშტაბით, ​ყველაზე რთული ვითარება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბერლინშია.

მსგავსი