გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 164 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 244 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 164 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 244 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 244 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 43 881 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 164-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 978 590 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა ქვეყანაში კარანტინის კიდევ 10 კვირით გახანგრძლივებას განიხილავს.