გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 736 შემთხვევა გამოვლინდა, 264 პაციენტი კი გარდაიცვალა

10:08, 29.04.2021

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 736-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 264 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3,6 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 82 544 შეადგინა.

მსგავსი