გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:56, 25.03.2021

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა 228 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 713 180 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 2,4 მილიონზე მეტი პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 75 440-ს შეადგენს.

 

მსგავსი