გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 828 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 828 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსი 2 828 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 16 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 306 086 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 562 ადამიანი.