გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 485 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 485 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 485-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 284 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3,5 მილიონამდე შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 84 410 შეადგინა.