გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 054 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 423 ინფიცირებული
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 054 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 423 ინფიცირებული

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 054 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 423 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსის 1 197 709 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 19 342 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.