გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 336 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 336 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 336-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 190 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 577 ათასი შემთხვევა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 85 848 შეადგინა.

დატოვე კომენტარი