გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 22 046 ადამიანს დაუდასტურდა

08:45, 03.12.2020

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსი 22 046 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 479 ადამიანი გარდაიცვალა.

ამრიგად, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა სულ 17 602 შეადგინა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში დაინფიცირდა მილიონ 106 ათასი ადამიანი.

მსგავსი