გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

11 დაკავებულიდან შვიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არის 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი. მთავარი ეჭვმიტანილი მიუნსტერის მცხოვრები, IT-სპეციალისტი, 27 წლის მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. მას 2016 და 2017 წლებში ორჯერ მიუსაჯეს პირობითი სასჯელი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის. ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცმა თერაპიის კურსი გაიარა.

მიუნსტერში მდებარე ერთ-ერთ სახლის სარდაფში მოწყობილ ოთახში პოლიციამ 500 ტერაბაიტამდე მოცულობის მონაცემები აღმოაჩინა. ამჟამად მიმდინარეობს აღმოჩენილი მასალების შესწავლა.