გერმანიაში ასობით ადამიანმა სამხედრო ხარჯების ზრდა გააპროტესტა
გერმანიაში ასობით ადამიანმა სამხედრო ხარჯების ზრდა გააპროტესტა

გერმანიაში ასობით ადამიანმა სამხედრო ხარჯების ზრდა გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აქციას „ცოცხალი ჯაჭვის“ სახე ჰქონდა, რომელიც პარლამენტის შენობიდან გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისამდე შეიკრა. დემონსტრანტები გაერთიანდნენ  საერთო სლოგანით „მშვიდობა, არა შეიარაღება“.

ბერლინის პოლიციის განცხადებით აქციაში მონაწილეობა მიიღო 350 ადამიანმა, თავად ორგანიზატორების თქმით, მათი რაოდენობა 500-ს შეადგენდა. მცირე ზომის აქციები ჩატარდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბონსა და მიუნხენში.

გერმანიის პარლამენტი სამშაბათს განიხილავს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომლითაც თავდაცვის ფინანსების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.