გერმანიაში აშშ-იდან ჩასულ პირებს 15 აგვისტოდან კარანტინში გადასვლა მოუწევთ
15 აგვისტოდან გერმანიაში აშშ-იდან ჩასულ პირებს კარანტინში გადასვლა მოუწევთ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, გერმანიის ხელისუფლებამ აშშ-ის ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ამრიგად, აშშ-იდან გერმანიაში ჩასულ პირებს 5-დან 10 დღემდე კარანტინში გადასვლა მოუწევთ. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ გაკეთებული აცრა ან არ აქვთ გადატანილი „კოვიდ-19“.
ამავე ნუსხაში აშშ-სთან ერთად მოხვდნენ ისრაელი, კენია, მონტენეგრო, ვიეტნამი, თურქეთი და პორტუგალია. პორტუგალიის შემთხვევაში, გამონაკლისი იქნება ალგარვეს რეგიონი და ლისაბონი.
როგორც რობერტ კოხის სახელობის უნივერსიტეტში განაცხადეს, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების შეყვანა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას უკავშირდება.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვი საშუალოდ 645-ს აღწევს. ბოლო ორ კვირაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. განსაკუთრებით სწრაფად ვირუსი აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ვრცელდება, მათ შორის არკანზასში, ფლორიდაში, ლუიზიანაში, მისისიპისა და ტეხასში.