გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 798 ადამიანი დაინფიცირდა

10:02, 13.05.2020

გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 798 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

„გარდიანის“ ცნობით, 13 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 171 306-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გერმანიაში აღნიშნული ვირუსით 101 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ით გერმანიაში 7 634 პირია გარდაცვლილი.

მსგავსი