გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ქვეყანაში ძირგამომთხრელ საქმიანობას აძლიერებენ
გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ქვეყანაში ძირგამომთხრელ საქმიანობას აძლიერებენ

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი გერმანიაში ძირგამომთხრელ საქმიანობას აძლიერებენ.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ანგარიშში, რომლის ფუნქციებში კონტრდაზვერვაც შედის, აღნიშნულია, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი წყობის მიმართ საზღვარგარეთის ქვეყნების მხრიდან საფრთხეების ზრდა შეინიშნება.

მოხსენების მიხედვით, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში სახეზეა გაძლიერებული კიბერშეტევები და დეზინფორმაციის კამპანიის გაძლიერება, რომლის მიზანი თავისუფალი საზოგადოების დესტაბილიზაციაა.

მოხსენების მიხედვით, მკვეთრად არის გაზრდილი რადიკალი მემარჯვენეებისა და განსაკუთრებით, რადიკალი მემარცხენეების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ძლიერი საფრთხე მომდინარეობს ისლამისტი ექსტრემისტებისგან, რადგან სალაფიტები თავის გავლენის გაძლიერებას ცდილობენ