გერმანიაში აცხადებენ, რომ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის კომპენსირებას
გერმანიაში აცხადებენ, რომ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის კომპენსირებას

გერმანიაში აცხადებენ, რომ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის კომპენსირებას.

ამის შესახებ განცხადება მწვანეთა პარტიის ლიდერმა ომიდ ნურიპურმა გააკეთა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იყოს იმის კომპენსირება, რასაც ამერიკელებმა მიაღწიეს მატერიალური თუ ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემა ამ დრომდე დაბლოკილია. ამის მიზეზი აშშ-ის კონგრესში არსებული უთანხმოებაა.