გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

18:22, 17.03.2020
This photo illustration taken on January 28, 2020 shows protective face masks in Bangkok. - Thailand has detected 14 cases so far of the novel coronavirus, a virus similar to the SARS pathogen, an outbreak which began in the Chinese city of Wuhan. (Photo by Mladen ANTONOV / AFP) (Photo by MLADEN ANTONOV/AFP via Getty Images)

გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნიღბები ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ახლა ნიღბებს სავარაუდოდ ბაზარზე გასაყიდად გაიტანენ. სწორედ ამიტომ, კრიზისების მართვის ჯგუფი ახლა შესაბამის სარეალიზაციო დაწესებულებებს დეტალურად შეისწავლის, რათა მოპარულ ნიღბებს მიაგნონ.

დიდი რაოდენობით ნიღბების მოპარვის მიუხედავად, კიოლნის კრიზისების მართვის ჯგუფი აცხადებს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს არ განიცდის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 7 272 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 17 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 67-მა პაციენტმა მოახერხა.

მსგავსი