გერმანიაში 29 პოლიციელს სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე მასალის გაზიარებისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს
გერმანიაში 29 პოლიციელს სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე მასალის გაზიარებისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს

გერმანიაში 29 პოლიციელს სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე მასალის გაზიარებისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრები სოციალური ქსელის ჯგუფში ექსტრემისტულ პროპაგანდას ეწეოდნენ, ასევე ადოლფ ჰიტლერის ფოტოებსა და გაზის კამერაში მიგრანტების წარმოსახვით გამოსახულებებს აზიარებდნენ.

პოლიციამ 34 კერძო საცხოვრებელში რეიდები ჩრდილოეთ რაინ-ვესფალიის მიწაზე ჩაატარა. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ პოლიციელებს სოციალურ ქსელ „ვოთსაფში“ ხუთი ჯგუფი ჰქონდათ.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.