გერმანიამ უკრაინას ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 82 მილიონი ევრო გამოუყო. გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის ცნობით, შესაბამის პროტოკოლს დღეს კიევში მოეწერა ხელი.
„შესანიშნავი საჩუქარი გერმანიისგან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციისთვის“, – დაწერა მელნიკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას გერმანიის ხელისუფლების სახელით გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი ესწრებოდა.