გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იოახიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. 25 მარტს გერმანია შინ მიიღებს ისლანდიას, 28 მარტს გასვლაზე შეხვდება რუმინეთს, 31 მარტს – საკუთარ მოედანზე ითამაშებს მაკედონიის წინააღმდეგ.
მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), კევინ ტრაპი (აინტრახტი).
მცველები – მატიას გინტერი (გლადბახი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), რობინ გოსენსი (ატალანტა, იტალია), მარსელ ჰალშტენბერგი (ლაიპციგი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), ფილიპ მაქსი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები).
ნახევარმცველები – ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟოშუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), კაი ჰავერცი (ჩელსი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
ფორვარდები – ლეროი სანე (ბაიერნი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ამინ იუნესი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი).