გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 53 მიგრანტი
გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 53 მიგრანტი

გერმანიის ათობით ქალაქმა მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი ის მიგრანტები, რომელთა მიღებაზეც იტალიამ უარი განაცხადა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის 50 მუნიციპალიტეტიდან მიიღო წერილი, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ ის 53 მიგრანტი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სი ვოჩის” ხომალდების დახმარებით გადაარჩინეს.

მიგრანტები გასულ კვირას ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს. იტალიის ხელისუფლებამ ხომალდს, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა.