გერმანიის ნაკრებმა, რომელიც თავისუფალია ევრო 2024-ის შესარჩევიდან, მაინცში ამხანაგური მატჩი ჩაატარა პერუს წინააღმდეგ და 2:0 მოიგო.
ჰანს ფლიკის გუნდში ორივე გოლი „ვერდერის“ ფორვარდმა, ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა – ორივე პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კაი ჰავერტცმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
მომდევნო შეხვედრას გერმანია 28 მარტს ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.
გერმანია-პერუ 2:0
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (12), 2:0 ფიულკრუგი (33)
გერმანია: ტერ შტეგენი, გინტერი, შლოტერბეკი (86. კერერი), რაუმი, ემრე ჯანი (46. გორეტცკა), კიმიხი, ჰავერტცი (75. შადე), ვირტცი (46. გიოტცე), ვოლფი, ფიულკრეგი (75. ბერიშა), ვერნერი (46. გნაბრი).