გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტს სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი სტეფენ ზიბერტი ავრცელებს.

ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ერთობლივად ესაუბრნენ. კრიზისის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტისთვის გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, 2018 წელს იდლიბის პროვინციაში დეესკალაციის ზონა შეიქმნა, თუმცა რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმია რეგიონზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. საბრძოლო მოქმედებების გამო გასული წლის დეკემბრის შემდეგ საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია. გაერო-ში აცხადებენ, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.