გერმანიამ 36 წლის შემდეგ, ჩემპიონატი წაგებით პირველად დაიწყო
გერმანიამ 36 წლის შემდეგ, ჩემპიონატი წაგებით პირველად დაიწყო

გერმანიის ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორედ დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი წაგებით. 1982 წელს, გერმანელებმა პირველ ტურში სენსაციურად წააგეს ალჟირის ნაკრებთან – 1:2. მიუხედავად ამ მარცხისა, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებმა იმ ტურნირზე ფინალამდე მიაღწია.

ბოლო შვიდ ჩემპიონატს გერმანია მხოლოდ მოგებით იწყებდა, ხოლო XXI საუკუნეში პირველ მატჩში მინიმუმ 4 გოლს იტანა.
1990. გერმანია-იუგოსლავია 4:1. ჩემპიონი
1994. გერმანია-ბოლივია 1:0. 1/4 ფინალი
1998. გერმანია-აშშ 2:0. 1/4 ფინალი
2002. გერმანია-ს. არაბეთი 8:0. ფინალი
2006. გერმანია-კოსტა რიკა 4:2. მე-3 ადგილი
2010. გერმანია-ავსტრალია 4:0. მე-3 ადგილი
2014. გერმანია-პორტუგალია 4:0. ჩემპიონი
* * *
ხოლო მოქმედი ჩემპიონისთვის ცუდი სტარტი ნორმალური მოვლენაა. ბოლო ხუთ ჩემპიონატზე მოგებით დაწყება მხოლოდ ბრაზილიამ შეძლო 2006 წელს. 2002 წელს, საფრანგეთმა წააგო სენეგალთან, 2010 წელს, იტალიამ ფრე ითამაშა პარაგვაისთან, 2014 წელს კი ესპანეთი გაანადგურა ჰოლანდიამ.
1938. იტალია-ნორვეგია 2:1 დ.დ.
1950. იტალია-შვედეთი 2:3
1954. ურუგვაი-ჩეხოსლოვაკია 2:0
1958. გფრ-არგენტინა 3:1
1962. ბრაზილია-მექსიკა 2:0
1966. ბრაზილია-ბულგარეთი 2:0
1970. ინგლისი-რუმინეთი 1:0
1974. ბრაზილია-იუგოსლავია 0:0
1978. გფრ-პოლონეთი 0:0
1982. არგენტინა-ბელგია 0:1
1986. იტალია-ბულგარეთი 1:1
1990. არგენტინა-კამერუნი 0:1
1994. გერმანია-ბოლივია 1:0
1998. ბრაზილია-შოტლანდია 2:1
2002. საფრანგეთი-სენეგალი 0:1
2006. ბრაზილია-ხორვატია 1:0
2010. იტალია-პარაგვაი 1:1
2014. ესპანეთი-ჰოლანდია 1:5
2018. გერმანია-მექსიკა 0:1
სულ: +9=4-6; ბურთები: 21-17.

 

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!