გერმანია უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში საქართველოს უახლოეს ხანში შეიყვანს

13:03, 09.05.2018

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს, – ამის შესახებ  ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დოიჩე ველე“ აქვეყნებს 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკასაც. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის. ამასთან, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75% ქურდობაზე დააკავეს.

ამასთან, “დოიჩე ველეს” ინფორმაციით,  ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამაც განაპირობა.

მსგავსი