გერმანია რისკჯგუფებისა და მედიკოსების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იანვარში გეგმავს
გერმანია რისკჯგუფებისა და მედიკოსების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იანვარში გეგმავს

გერმანია რისკჯგუფებისა და მედიკოსების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იანვარში გეგმავს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება უკვე ამზადებს ვაქცინაციის ცენტრებს, რომლებიც მზად იქნება დეკემბრის შუა რიცხვებისთვის.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდი ყველაზე რთული იქნება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზამთრის ცივი თვები, როდესაც დროის უმეტესობას შენობებში ვატარებთ, ყველაზე რთული იქნება. ეს ასე იქნება ზამთრის ბოლომდე“, – განაცხადა მინისტრმა.

გასულ თვეში იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანია „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქციის 100 მილიონ დოზას მიიღებს.