გერმანია: ქალაქ ნიურნბერგის აეროპორტი ჰაერში შექმნილი „საგანგებო სიტუაციის“ გამო დაიხურა
ნიურნბერგის აეროპორტი (საილუსტრაციო ფოტო)
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ი, პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ქალაქ ნიურნბერგის აეროპორტი, ჰაერში შექმნილი „სავარაუდო საგანგებო სიტუაციის“ გამო, დროებით დაიხურა.
ეს ინფორმაცია ბერძნული კუნძულ კორფუდან მომავალი თვითმფრინავის ნიურნბერგში დაშვების წინ გახდა ცნობილი. აეროპორტის სპიკერის განცხადებით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, თუმცა ტერმინალში მუშაობა კვლავ შეფერხებულია და პოლიცია მის პერიმეტრს იცავს.
სპიკერმა ასევე დაადასტურა, რომ საბერძნეთიდან მომავალ თვითმფრინავს თან ახლდა Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლები. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სავარაუდო საგანგებო სიტუაცია „ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პოლიციელია ადგილზე მობილიზებული.
ნიურნბერგი სამხრეთ ბავარიის (გერმანია) მხარეში სიდიდით მეორე ქალაქია, დედაქალაქ მიუნხენის შემდეგ.