გერმანია ომის დაწყების შემდეგ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს
გერმანია ომის დაწყების შემდეგ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს

გერმანია ომის დაწყების შემდეგ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს.

ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკტის ღირებულება 2,7 მილიარდ ევროს შეადგენს და ის უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 20 „მარდერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტს, ასევე „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 30 ტანკს და უკრაინისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკას.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი კვირას აახენში უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლიდიმირ ზელენსკისთვის კარლოს დიდის პრიზის გადაცემის პარალელურად გამოცხადდება, როგორც უკრაინისადმი გერმანიის სოლიდარობის სიმბოლო.