გერმანია ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს კეტავს
გერმანია ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს კეტავს

დღეიდან გერმანია ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს კეტავს. კერძოდ, სამგზავრო შეზეღუდვები უწესდებათ დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზემოთ ჩამოთვლი ქვეყნებთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობამ იქ გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო მიიღო, რათა გერმანიის მოსახლეობა დაიცვას.

გამონაკლისი გათვალისწინებულია გერმანიის მოქალაქეებისა და გერმანიაში ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის, რომლებიც აღნიშნული ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან.

შეზღუდვა სულ მცირე 17 თებერვლამდე იქნება ძალაში.