გერმანია იტალიას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში დაეხმარება
გერმანია იტალიას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში დაეხმარება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის განცხადებით, იტალიიდან გერმანიაში სამკურნალოდ სულ მცირე 47 პაციენტს გადაიყვანენ.
ანალოგიური შეთავაზებით უკვე სარგებლობს საფრანგეთი.
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 43 000-ს გადააჭარბა. „კოვიდ-19“-ს, ბოლო მონაცემებით, 264 ადამიანი ემსხვერპლა.