გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტულ მედიკამენტს გამოიყენებს
გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტულ მედიკამენტს გამოიყენებს

გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტულ მედიკამენტს გამოიყენებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის პროცესში.

იენს სპანს მედიკამენტის მწარმოებელი არ დაუსახელებია. გერმანიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ანტისხეულებით ექსპერიმენტული მკურნალობა ხელს შეუწყობს მაღალი რისკის მქონე პაციენტების დაცვას საწყის ეტაპზე სერიოზული გაუარესებისგან.

გერმანიამ უკვე შეიძინა მედიკამენტების 200 000 დოზა და მის გამოყენებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი