გერმანია და საფრანგეთი ებრაული სინაგოგების, სკოლებისა და ძეგლების ირგვლივ უსაფრთხოებას აძლიერებს
გერმანია და საფრანგეთი ებრაული სინაგოგების, სკოლებისა და ძეგლების ირგვლივ უსაფრთხოებას აძლიერებს

გერმანია და საფრანგეთი ებრაული სინაგოგების, სკოლებისა და ძეგლების ირგვლივ უსაფრთხოებას აძლიერებს.

მედიის ინფორმაციით, გერმანია ებრაულ ინსტიტუტებზე პოლიციის დაცვას აძლიერებს, რადგან პალესტინელების ზოგიერთი მხარდამჭერი გამოვიდა ბერლინის ქუჩებში თავდასხმის აღსანიშნავად.

საფრანგეთი ყურადღებას ამახვილებს ებრაულ სინაგოგებსა და სკოლებზე ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში.

„ბერლინში პოლიციის დაცვა დაუყოვნებლივ გაძლიერდა. ფედერალური მთავრობა და რეგიონები მჭიდრო კოორდინაციას უწევენ თავიანთ ქმედებებს,” – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

ამასთან, დიდ ბრიტანეთში ლონდონის პოლიციის სამსახურმა განაცხადა, რომ გაზარდეს პატრულირება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის რაიონებში მას შემდეგ, რაც „არაერთი ინციდენტი მოხდა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით”.