გერმანელმა მინისტრმა ანგელა მერკელს კორონავირუსის გამო ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო]

გერმანელმა მინისტრმა ანგელა მერკელს კორონავირუსის გამო ხელი არ ჩამოართვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ინციდენტი მთავრობის სხდომაზე მოხდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიის კანცლერის გამოწვდილი ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა. ამას დარბაზში სიცილი მოჰყვა.

ზეეჰოფერის თქმით, ის ხელის ჩამორთმევაზე უარს კორონავირუსის გამო აცხადებს.

გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150-ს მიაღწია.