გერმანელი ვირუსოლოგი - კორონავირუსის გამო სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ
გერმანელი ვირუსოლოგი - კორონავირუსის გამო სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ

გერმანელი ვირუსოლოგი ჰენდრიკ შტრეკი კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობას ხედავს. ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაციის შეფასების დროს ჩვენ მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ დავეყრდნობით. სოციალური თვალსაზრისით დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა ყოველთვის ცუდი არ არის, რადგან დაავადება აძლევს საშუალებას იმ ადამიანებს, ვინც ის გადაიტანა, გარკვეული ხნით მაინც გამოიმუშაონ იმუნიტეტი და არ შეუწყონ ხელი პანდემიის გავრცელებას. ჩვენ სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ“, – მიიჩნევს ვირუსოლოგი.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის სწორი გზა არავინ იცის.

„ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ და უნდა გვქონდეს შეცდომების დაშვების უფლება“, – განაცხადა ექსპერტმა.

გერმანიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 260 ათასამდე ინფიცირებული. 9 300-ზე მეტი გარდაიცვალა.