გერმანელმა ვირუსოლოგმა იონას შმიდტ- შანასიტმა არადამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა კორონავირუსის სიტუაციასთან დაკავშირებით, რის გამოც შეწყვეტილია თითქმის ყველა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატი. სპეციალისტის აზრით, დიდი ფეხბურთი 2021 წლამდე არ დაბრუნდება, შესაბამისად კლუბები ვერ მოახერხებენ მიმდინარე სეზონის დასრულებას.
„არ მგონია, დღეს შეიძლებოდეს იმაზე ლაპარაკი, რომ სეზონი აპრილში განახლდება. ცარიელი ტრიბუნების შემთხვევაშიც, გულშემატკივრები მაინც ერთად შეიკრიბებიან, რათა ფეხბურთს სახლში უყურონ.
დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი მხოლოდ მომდევნო წელს დაბრუნდება. არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულება მოხერხდება“, – განაცხადა NRD-სთან კომენტარში შმიდტმა.
ამ მომენტისთვის, წამყვანი ევროპული ლიგები სეზონის განახლებას აპრილში ან მაისში იმედოვნებენ.