გერმანელი ტალანტის, კაი ჰავერცისთვის ევროპის შვიდი გრანდი იბრძოლებს
გერმანელი ტალანტის, კაი ჰავერცისთვის ევროპის შვიდი გრანდი იბრძოლებს

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა, შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს , – ამის შესახებ პორტალმა Calciomercato-მ დაწერა .

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა გერმანელის მიმართ ინტერესს ერთბაშად შვიდი ევროპული გრანდი იჩენს: „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „დორტმუნდი“, „ბაიერნი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლივერპული“.

ამ სეზონში ჰავერცმა  „ლევერკუზენის“ რიგებში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.